მსოფლიო თასის მეშვიდე ეტაპზე კანადურ კენმორში, რბოლები სპრინტში ყინვების გამო გადაიდო. ასპარეზობის დაწყების წინ ტემპერატურა -26 გრადუსი იყო.
ბიატლონის უახლეს ისტორიაში, ყინვების გამო რბოლების გადადების შემთხვევა ბოლოს 1999 წელს დაფიქსირდა, იტყობინება ბიატლონის საერთაშორისო კავშირის პრეს-სამსახური.
თებერვალში -25 გრადუსმა ყინვამ, ოცი წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატი კონტიოლახტში კინაღამ საერთოდ ჩაშალა.