მსოფლიო თასის რბოლები ყინვების გამო ბოლოს ოცი წლის წინ გადაიდო

12:06, 11.02.2019

მსოფლიო თასის მეშვიდე ეტაპზე კანადურ კენმორში, რბოლები სპრინტში ყინვების გამო გადაიდო. ასპარეზობის დაწყების წინ ტემპერატურა -26 გრადუსი იყო.

ბიატლონის უახლეს ისტორიაში, ყინვების გამო რბოლების გადადების შემთხვევა ბოლოს 1999 წელს დაფიქსირდა, იტყობინება ბიატლონის საერთაშორისო კავშირის პრეს-სამსახური.

თებერვალში -25 გრადუსმა ყინვამ, ოცი წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატი კონტიოლახტში კინაღამ საერთოდ ჩაშალა.

მსგავსი