მსოფლიო საპატრიარქო - უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი გრძელდება
მსოფლიო საპატრიარქო ყველა მხარეს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ უკრაინაში ეკლესიებისა დ მონასტრების, ასევე სხვა ქონების მიტაცება და ნებისმიერი სხვა ძალადობრივი ქმედებები. ამის შესახებ მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
„წმინდა სინოდი მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, თავიდან აიცილონ ეკლესიების, მონასტრებისა და სხვა საკუთრების მიტაცება, ასევე ნებისმიერი სხვა ძალადობრივი ქმედება და შურისძიება, რათა მშვიდობამ და ქრისტეს სიყვარულმა გაიმარჯვოს“, – ნათქვამია კონსტანტინოპოლის ეკლესიის განცხადებაში.
მსოფლიო საპატრიარქოს სინოდი ასევე აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის
მინიჭების პროცესს განაგრძობს.
დღეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა, ხოლო კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა.