მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩრდილოეთ კორეას 900 000 დოლარს გამოუყოფს
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩრდილოეთ კორეას 900 000 დოლარს გამოუყოფს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ამ დრომდე ვირუსის ოფიციალურად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ოფიციალური ფხენიანი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ ანტივირუსული ზომები გაატარა, ჩაკეტა საზღვრები და დააწესა სავალდებულო კარანტინი.