მსხვილ სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში საკადრო ცვლილებებია.
თანამდებობა დატოვა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძემ. არსებული ინფორმაციით, მის ადგილს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი დაიკავებს.
სულხან ზუმბურიძე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ 2007 წლიდან ხელმძღვანელობდა. დავით თვალაბეიშვილი კი „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორის პოსტს 2012 წლის შემდეგ იკავებს.