ირაკლი კობახიძე - საკადრო ცვლილებები არის მინიმალური, რაც მიანიშნებს, რომ გუნდის შიგნით აბსოლუტურად ჯანსაღი ურთიერთობებია
ირაკლი კობახიძე - საკადრო ცვლილებები არის მინიმალური, რაც მიანიშნებს, რომ გუნდის შიგნით აბსოლუტურად ჯანსაღი ურთიერთობებია

არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. რაც შეეხება საკადრო გადაწყვეტილებებს, იცით, რომ საკადრო გადაწყვეტილებები მთავრობაში, თუნდაც დაბალ დონეზე, მიიღებოდა, პირველ რიგში, პრემიერის მიერ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მასა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს შორის შესაძლო დაპირისპირებას შეეხება.

კობახიძის თქმით, თუ სადმეა დაპირისპირება, ეს არის ოპოზიცია.

„რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ხედავთ, რომ არის მინიმალური საკადრო ცვლილებები, რაც სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ გუნდის შიგნით აბსოლუტურად ჯანსაღი ურთიერთობებია. ერთადერთი, სადაც არის დაპირისპირება, დაქსაქსულობა, ეს არის ოპოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.