მშვილდოსნობა სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახეობაა. მშვილდი და ისრები პრაქტიკულად ყველა უძველეს ხალხში იყო გავრცელებული და მათ იყენებდნე როგორც სანადიროდ და საბრძოლო იარაღად, ასევე სპორტული დატვირთვითაც. 1900 წელს მშვილდოსნობა პარიზის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეიტანეს. 1904, 1908 და 1920 წლებში ოლიმპიადაზე სპორტის ამ სახეობის ახალი დისციპლინები გაჩნდა. 1920 წლის შემდეგ, წესებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, მშვილდოსნებმა ზედიზედ ათი ოლიმპიადა გამოტოვეს. თამაშებში ისინი 1972 წლიდან დაბრუნდნენ.
მინსკის ევროპულ თამაშებზე სპორტსმენები ერთმანეთს ორი ტიპის მშვილდით სროლაში შეეჯიბრებიან – კლასიკური (ოლიმპიური) და მოხრილი ტიპის მშვილდით. ეს უკანასკნელი ოლიმპიური დისციპლინა არ არის. ჯამში გათამაშდება მედლების 8 კომპლექტი – კაცებში, ქალებსა და გუნდურ შეჯიბრებში.
128 მშვილდოსანი მედლებისთვის შვიდი დღის მანძილზე, 21-დან 27 ივნისის ჩათვლით იბრძოლებს. მათ შორის 2 ქართველიც იქნება – ჯაბა მოსეშვილი და ციკო ფუტკარაძე.