საქართველოს რაბინი რეუვენ ფაიარსტონი ესტუმრა
საქართველოს რაბინი რეუვენ ფაიარსტონი ესტუმრა

მშვიდობის კათედრალს ცნობილი რაბინი და მეცნიერი რეუვენ ფაირსტონი ესტუმრა.

საქართველოში სახელგანთქმული პროფესორი ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის მიტროპოლიტის მალხაზ სონღულაშვილის მოწვევით ჩამოვიდა.

წირვას უცხოელ სტუმართან ერთად ესწრებიან სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები, მათ შორის ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.

რაბინ რეუვენ ფაიარსტონმა მშვიდობის კათედრალში ჰომილიაც წარმოთქვა, რის შემდეგაც დაგეგმილია დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებული რაბი ფაიარსტონი არის რეგენშტაინის პროფესორი შუა საუკუნეების იუდაიზმისა და ისლამის დარგში.

მას ეკუთვნის სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი, მათ შორისაა „მოგზაურობა წმინდა მიწებზე: აბრაამ-იშმაეილის ლეგენდების ევოლუცია ისლამურ ეგზეგეტიკაში,“ „ჯიჰადი: წმინდა ომის საფუძვლები ისლამში,“ და „ისლამის შესავალი იუდეველთათვის“.