მსახიობმა სინტია ნიქსონმა ნიუ იორკის გუბერნატორის პოსტზე კანდიდატურა წარადგინა
HBO-ს საკულტო სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავმა, სინტია ნიქსონმა ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.
ნიქსონი კენჭს დემოკრატიული პარტიის სიით იყრის.
როგორც BBC წერს, მსახიობი დემოკრატიული პარტიის მიერ შტატის გუბერნატორის წარსადგენ პრაიმერისში მიიღებს მონაწილეობას.
HBO-ს სერიალში მირანდა ჰობსის როლის შემსრულებლის პოლიტიკური ინტერესებისა და მიზნების შესახებ კულუარული საუბრები დიდი ხანია მიმდინარეობდა.
ამ გადაწყვეტილების შესახებ 51 წლის მსახიობმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„მე მიყვარს ნიუ იორკი და დღეს გუბერნატორობაზე საკუთარ კანდიდატურას ვაყენებ“, – წერს სინტია ნიქსონი.
ამერიკელი მსახიობი სინტია ნიქსონი ტონისა და ემის ჯილდოების მფლობელია. ცნობილია იურისტ მირანდა ჰობსის როლისთვის HBO-ს პოპულარულ ტელესერიალში „სექსი დიდ ქალაქში“.