მრჩეველთა საბჭომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის რვა კანდიდატი შეარჩია
მრჩეველთა საბჭომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე ცხრა განაცხადიდან, რვა შეარჩია.
შერჩეულ კანდიდატებს შორის არიან: გიორგი კოხრეიძე, ირმა ზოიძე, შოთა გურაბანიძე, მერაბ წულუკიძე, ნათია ზოიძე, დავით ჩხარტიშვილი, ბაჩუკი ჩხეიძე, თორნიკე მჟავანაძე.
რაც შეეხება მეცხრე კანდიდატს, მრჩეველთა საბჭოს განმარტებით, გიორგი წულაიას მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია მაუწყებლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, მათ შორის, ვერ დადასტურდა, რომ წულაიას აქვს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
კანდიდატებთან გასაუბრება 30-31 მაისს გაიმართება.
რვა კანდიდატიდან აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ 4 ივნისამდე უნდა აირჩიოს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორის შესარჩევად ღია კონკურსი 25 აპრილს გამოაცხადა.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 19 აპრილს მრჩეველთა საბჭომ ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.