მოტეხილმა ხეებმა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა
მოტეხილმა ხეებმა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოტეხილმა ხეებმა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა უკვე მოახერხა აბონენტების ნაწილისთვის აღედგინა ელექტროენერგიის მიწოდება. სამუშაოებისთვის საჭირო სარეზერვო მასალები ოპერატიულად იქნა მობილიზებული. ამ დროისათვის, რაიონულ ცენტრებს სტაბილურად მიეწოდება ელექტროენერგია. თუმცა, დილით საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო, მოტეხილმა ხეებმა დააზიანა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები.

კომპანიის ზარალი საკმაოდ დიდია. ძირითადი შეზღუდვები იყო და ნაწილობრივ ახლაც გრძელდება შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში. ძლიერი ქარის გამო, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ სრულად არ მოხდება ელექტროენერგიის მოწოდება აღდგენა“, – აცხადებენ კომპანიაში.