მოსკოვში, შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
მოსკოვში, შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 25 წლის მამაკაცმა სხეულის ფატალური დაზიანებები საღამოს საათებში სამგზავრო თვითმფრინავის აფრენის დროს მიიღო, რომელსაც მოსკოვი-ათენის რეისი უნდა შეესრულებინა.
მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. როგორც ცნობილია, უკვე მოხერხდა მსხვერპლის იდენტიფიცირება. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობს საგამოძიებო ოპერატიული ჯგუფი.