მოსკოვში, შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

07:54, 21.11.2018

მოსკოვში, შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 25 წლის მამაკაცმა სხეულის ფატალური დაზიანებები საღამოს საათებში სამგზავრო თვითმფრინავის აფრენის დროს მიიღო, რომელსაც მოსკოვი-ათენის რეისი უნდა შეესრულებინა.

მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. როგორც ცნობილია, უკვე მოხერხდა მსხვერპლის იდენტიფიცირება. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობს საგამოძიებო ოპერატიული ჯგუფი.

მსგავსი