მოსკოვში შეიარაღებული მამაკაცი ტაძარში ხალხს თავს დაესხა
მოსკოვში შეიარაღებული მამაკაცი ტაძარში ხალხს თავს დაესხა

მოსკოვში, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და საეკლესიო რიტუალის დროს ხალხს თავს დაესხა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელი დანით იყო შეიარაღებული.