მოსკოვში, საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაში ნატო მონაწილეობას არ მიიღებს
მოსკოვში, საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაში ნატო მონაწილეობას არ მიიღებს

ნატო არ მიიღებს მონაწილეობას მოსკოვში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც რუსეთის დედაქალაქში 23-25 აპრილს გაიმართება. როგორც რუსული მედია იტყობინება, რუსულმა მხარემ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს მოწვევა გაუგზავნა, თუმცა უარი მიიღო.

„აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის წინა გამოცდილება არ ყოფილა კონსტრუქციული, არ შეუწყო ხელი დიალოგის წარმართვას. ამიტომ ნატო არ გეგმავს მასში მონაწილეობის მიღებას, თუმცა მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს“, – განუცხადეს რუსულ სააგენტო „ტასს“ ნატო-ს პრესსამსახურში.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მოსკოვის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობა 35 ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დაადასტურეს.

დატოვე კომენტარი