მოსკოვში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავენ, თუმცა აცხადებენ, რომ შეხვედრა კარგად უნდა მომზადდეს
მოსკოვში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავენ, თუმცა აცხადებენ, რომ შეხვედრა კარგად უნდა მომზადდეს

მოსკოვში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განუცხადა.

თუმცა, კარასინის თქმით, უმაღლესი დონის შეხვედრისთვის კარგი მომზადებაა საჭირო.

„თეორიულად შესაძლებელია ყველა დონის შეხვედრა, მათ შორის უმაღლესი, თუმცა ამისთვის კარგი მომზადებაა საჭირო“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა კითხვაზე პასუხად, შესაძლებელია თუ არა მიმდინარე წელს რუსეთსა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა.

ამასთან, რუსეთის ლიდერთან დიალოგის ფორმაზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. „სულ ვამბობ, რომ ვნატრობ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.