მოსკოვში, მართლმადიდებლობის ზეიმზე ლიტურგიას ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ელჩი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩი და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელიც დაესწრნენ
17 მარტს მოსკოვში, მართლმადიდებლობის ზეიმზე მაცხოვრის ტაძარში ლიტურგიას რუსეთის ფედერაციაში ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იგორ ახბა დაესწრო. ამასთან, ლიტურგიას ესწრებოდა რუსეთის ფედერაციაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზნაურ გასიევი. ლიტურგიაზე მათი დასწრების შესახებ რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე არის აღნიშნული.
ამასთან, ამავე ვებგვერდის ცნობით, სხვა პირებთან ერთად, ლიტურგიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.