დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება
დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. ამ დღეს ხატმებრძოლობაზე გამარჯვება და ხატთა თაყვანისცემა აღინიშნება.

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა–ლოცვა შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს.

მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს დიდმარხვის პირველ კვირას აღნიშნავს. ​ხატმებრძოლობა მერვე საუკუნის პირველ ნახევარში ბიზანტიაში წარმოიშვა და მთელი საუკუნის განმავლობაში მძვინვარებდა. ხატმებრძოლობა დედოფალ თეოდორას მმართველობის დროს დასრულდა. დედოფალმა ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და ქვეყნიდან განდევნილი მართლმადიდებლები დააბრუნა. ამასთან, 842 წელს ადგილობრივმა კრებამ, რომლის აქტები მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა, ხატმებრძოლობა დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა.