მოსკოვში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 13 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 19 წლისაა, ყველაზე ხანდაზმული კი, 80-ის.
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით 18 328 ადამიანია ინფიცირებული, დაიღუპა 148 პაციენტი.