მოსკოვში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 56 ადამიანი გარდაიცვალა

01:39, 11.05.2020

მოსკოვში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 56 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას კორონავირუსის მონიტორინგისა და კონტროლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

რუსეთის დედაქალაქში, ოფიციალური მონაცემებით, „კოვიდ-19“-ით სულ 1 124 ადამიანია გარდაცვლილი.

რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსს სულ 1 915 ადამიანი ემსხვერპლა. დაავადება 209 688 ადამიანს დაუდასტურდა.

მსგავსი