საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი – დღეს ქალაქ ოშში პოლიციელის სახლს განზრახ წაუკიდეს ცეცხლი, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს შემზარავ ძალადობას, რომლის სამიზნეც სამართალდამცველები ხშირად ხდებიან

02:59, 08.11.2026

დღეს, დილით ქალაქ ოშში პოლიციელის საცხოვრებელ სახლს განზრახ წაუკიდეს ცეცხლი, მეხანძრეების ჩარევის მიუხედავად, შენობა მთლიანად განადგურდა, – ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაულებრივი ქმედება პოლიციელის პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელდა.

„დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, ყველა შესაძლო რესურსი იქნება გამოყენებული. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ შემზარავ ძალადობას, რომლის სამიზნეც სამართალდამცველები ხშირად ხდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყოველდღიურად საკუთარი თანამოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. მინდა, მათ ჩემი სრული მხარდაჭერა დავუდასტურო“, – წერს ლორან ნუნიესი.

მანამდე, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით 18:00 საათის მდგომარეობით, პოლიციას საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას 232 ადამიანი ჰყავდა დაკავებული.

მსგავსი