დონალდ ტრამპი – სასტიკ მებრძოლ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შევთავაზე, ვთხოვე, ასისტენტებად მახაჩევი, ნურმაგომედოვი, გეიჯი, კორმიე, ჰარისონი და ნუნესი წამოიყვანოს, რათა შეშლილი მემარცხენეებისგან დაგვიცვან
მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ დიდებულ დანა უაითს, სასტიკ მებრძოლსა და მეომარს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შევთავაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ასისტენტებად სხვა მებრძოლების აყვანაც სთხოვა.
„ვთხოვე, ასისტენტებად წამოიყვანოს ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეიჯი, დანიელ კორმიე, ამანდა ნუნესი და კეილა ჰარისონი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არ არის. ჩვენ ეს ადამიანები გვჭირდება, რათა შეშლილი მემარცხენეებისგან დაგვიცვან. დანა ისეთი პრესმდივანი იქნება, როგორიც სხვა არავინ ყოფილა. დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ თანამდებობას“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.