რუსეთის დედაქალაქში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მოსკოვში „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 400-ს გადააჭარბა.
17 აპრილის შემდეგ რუსეთის დედაქალაქში, ერთ დღე-ღამეში ვირუსის 20-ზე მეტი ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ 19“-ის 74 588 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 681 ადამიანი, ვირუსისგან ექვსი ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა.