მოსკოვში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 ადამიანი დაიღუპა
მოსკოვში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის დედაქალაქში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მოსკოვში „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 400-ს გადააჭარბა.

17 აპრილის შემდეგ რუსეთის დედაქალაქში, ერთ დღე-ღამეში ვირუსის 20-ზე მეტი ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ 19“-ის 74 588 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 681 ადამიანი, ვირუსისგან ექვსი ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა.