მოსკოვში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 41 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბში გაკეთდა.
ამავე ინფორმაციით, დაღუპულთა ასაკი 34-დან 92 წლამდეა.
ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ გარდაცვლილთა უმეტესობას ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.
რუსეთში ახალი კორონავირუსით სულ ინფიცირებულია 68 622 ადამიანი, გარდაიცვალა 615, გამოჯანმრთელდა 5 568 პაციენტი.