მოსკოვის სასამართლომ შაქრო კალაშოვს ცხრა წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მოსკოვის სასამართლომ შაქრო კალაშოვს ცხრა წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მოსკოვის სასამართლომ შაქრო კალაშოვს 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის ერთ-ერთი რესტორნის მფლობელისგან რვა მილიონი რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნეს. ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

კალაშოვთან ერთად, ანალოგიურ დანაშაულში დამნაშავედ ცნეს მისი 13 თანამზრახველი.

სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმის ფიგურანტები ძალადობდნენ რესტორნის მფლობელზე და ფულს სძალავდნენ. ამასთან, კალაშოვი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო.

განაჩენში აღნიშნულია, რომ მან დაჯგუფების ლიდერის პოზიცია ასლან უსოიანის მკვლელობის შემდეგ დაიკავა.

„კალაშოვი ცდილობდა თავისი გავლენის გაზრდას, ნიშნავდა და ათავისუფლებდა დაქვემდებარებულ პირებს და აკონტროლებდა ე.წ. ობშიაკს“, – აღნიშნულია სასამართლოს განაჩენში.

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ შაქრო კალაშოვი რვა მილიონი რუბლის გამოძალვაში 27 მარტს ცნო დამნაშავედ, სასჯელის ზომა კი დღეს გახდა ცნობილი.