მოსკოვის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობაში ბრალდებულ ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეითს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მოსკოვის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობაში ბრალდებულ ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეითს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეითს, პოლ უილანს მოსკოვის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, უილანმა სასჯელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს.

პოლ უილანი რუსეთში 2018 წლის დეკემბერში დააკავეს. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურში განაცხადეს, რომ „ჯაშუშური აქციის დროს“ დააკავეს აშშ-ის მოქალაქე პოლ უილანი.

ყოფილი საზღვაო ქვეითი ბრალდებას არ აღიარებს. დაკავებულის ძმა აცხადებდა, რომ უილანი რუსეთში ქორწილში იყო დაპატიჟებული.