მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა
მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნის მიტინგების გამართვის წესების განმეორებით დარღვევაში სდებენ ბრალს.

ალექსეი ნავალნის 27 ივლისს მოსკოვის საქალაქო დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდამჭერ აქციაში უნდა მიეღო მონაწილეობა. განაჩენის გამოტანის შემდეგ, ოპოზიციონერმა მხარდამჭრებს დემონსტრაციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა.

ალექსეი ნავალნი და მისი შტაბის კოორდინატორი ოლეგ სტეპანოვი 24 ივლისს დააკავეს.
მოსკოვში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ იმართება, რაც რუსეთის დედაქალაქის საარჩევნო კომისიამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მოსკოვის დუმის არჩევნებზე კანდიდატებად რეგისტრაციაზე უარი უთხრა.