მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ალექსეი ნავალნის 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კოლონიაში გამართულ გასვლით სხდომაზე ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, სასამართლო პროცესი დახურული იყო. ის 19 ივნისს დაიწყო და ერთ თვეს გაგრძელდა, ყველა სხდომა დახურულ რეჟიმში იმართებოდა.
ალექსეი ნავალნი თაღლითობის ბრალდებით უკვე იხდის ცხრაწლიან პატიმრობას ვლადიმირის რეგიონის მეექვსე კოლონიაში.
„ექსტრემიზმის“ საქმის ფარგლებში ალექსეი ნავალნის შვიდი მუხლით ედებოდა ბრალი, მათ შორის ექტრემისტული საზოგადოების შექმნაში. ექსტრემისტულ საზოგადოებად რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს ნავალნის მიერ დაფუძნებულ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს“. ამას გარდა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ექსტრემიზმისკენ მოწოდებაში, ექსტრამისტულ საქმიანობაში, ექსტრემიზმის დაფინანსებაში, მოქალაქეთა უფლებების ხელმყოფი არაკომერციული ორგანიზაციის შექმნაში, ნაციზმის რეაბილიტაციასა და საფრთხის შემცველ ქმდებებში მოზარდების ჩართვაში დასდეს ბრალი.
აღნიშნული საქმის კიდევ ერთი ფიგურანტია ნავალნის იუთუბარხის ყოფილი ტექნიკური დირექტორი დანიელ ხოლოდნი, რომლისთვისაც პრკურატურა 10-წლიან პატიმრობას ითხოვს.