მოსკოვის პოლიციამ ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი გაათავისუფლა. პოლიციის განყოფილებაში ნავალნის მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ ოქმი ჩააბარეს.
როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურმა განაცხადა, ნავალნი 28 იანვრის არასანქცირებული მიტინგის ორგანიზების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. უწყების ცნობით, ოპოზიციონერი დაბარებული იყო საქმის მასალების გასაცნობად, თუმცა პოლიციის განყოფილებაში არ გამოცხადდა.
28 იანვარს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ორგანიზებით, რუსეთის ათობით ქალაქში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, რა დროსაც 350-მდე აქტივისტი დააკავეს.
ნავალნიმ ამომრჩევლებს გაფიცვისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი კანდიდატურის საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირებაზე უარი თქვა.