თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა – დაახლოებით ერთი საათის წინ, „მაზდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ორი პირი იჯდა, ხეს შეეჯახა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, დაღუპულია მგზავრი, ახალგაზრდა მამაკაცი. მძიმეა ავტომობილის მძღოლის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.