მოსკოვის გამზირზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

13:12, 08.11.2019

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა – დაახლოებით ერთი საათის წინ, „მაზდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ორი პირი იჯდა, ხეს შეეჯახა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, დაღუპულია მგზავრი, ახალგაზრდა მამაკაცი. მძიმეა ავტომობილის მძღოლის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი