მოსკოვის ეპარქიის დეკანოზი კორონავირუსით გარდაიცვალა
მოსკოვის ეპარქიის დეკანოზი კორონავირუსით გარდაიცვალა

მოსკოვის ეპარქიის დეკანოზი, კრილატსკოეს რაიონში წმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი ბრეევი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

სასულიერო პირს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა, 83 წლის იყო.

დეკანოზ ბრეევის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა რუსეთის პატრიარქმა კირილემ. სამძიმრის ტექსტი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებგევრდზე გამოქვეყნდა.