მოსამართლემ ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” წარმომადგენლების აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლე მაკა გველესიანმა ძალაში დატოვა.
დაკავებულებს თავდებში ცნობილი ადამიანები უდგებოდნენ.
დაკავებულებს – ვაჟა კვარაცხელიას, თემურ დათიკაშვილსა და ზაზა მაჩალაძეს თავდებში უდგებოდნენ კალათბურთელი კახაბერ შენგელია და სპორტის სფეროში ცნობილი პირები: ანატოლი ბოისა, ჯამლეტ ხუხაშვილი, ამბროსი ორმოცაძე და ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე ეზრა პალაკაშვილი.
ადვოკატებმა სასამართლოს 5-5 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობითაც მიმართეს, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ასევე დღეს ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულებმა პოზიცია შეცვალეს და ბრალში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს აღიარებენ, თუმცა საბრალდები სსსკ-ის 221-ე მუხლს არ ეთანხმებიან და 203-ე მუხლით შეცვლას ითხოვენ.
ჩაწყობილი თამაშების საქმეზე არსებითი განხილვა 22 თებერვალს დაიწყება.
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე, აღნიშნული ხუთი პირი 2017 წლის დეკემბერში დააკავეს.
ბრალდების მიხედვით, საუბარია რამდენიმე საკალათბურთო თამაშის ჩაწყობაზე.