მოსამართლემ ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა

16:37, 08.02.2018

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” წარმომადგენლების აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლე მაკა გველესიანმა ძალაში დატოვა.

დაკავებულებს თავდებში ცნობილი ადამიანები უდგებოდნენ.

დაკავებულებს –  ვაჟა კვარაცხელიას, თემურ დათიკაშვილსა და ზაზა მაჩალაძეს თავდებში უდგებოდნენ კალათბურთელი კახაბერ შენგელია და სპორტის სფეროში ცნობილი პირები: ანატოლი ბოისა, ჯამლეტ ხუხაშვილი, ამბროსი ორმოცაძე და ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე ეზრა პალაკაშვილი.

ადვოკატებმა სასამართლოს 5-5 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობითაც მიმართეს, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ასევე დღეს ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულებმა პოზიცია შეცვალეს და ბრალში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს აღიარებენ, თუმცა საბრალდები სსსკ-ის 221-ე მუხლს არ ეთანხმებიან და 203-ე მუხლით შეცვლას ითხოვენ.

ჩაწყობილი თამაშების საქმეზე არსებითი განხილვა 22 თებერვალს დაიწყება.

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე, აღნიშნული ხუთი პირი 2017 წლის დეკემბერში დააკავეს.

ბრალდების მიხედვით, საუბარია რამდენიმე საკალათბურთო თამაშის ჩაწყობაზე.

მსგავსი