მოსამართლედ გამწესების, თავდაცვის ძალების, უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში ჩარიცხვის შემთხვევაში, პირს პარტიის წევრობა შეუწყდება
პირს პოლიტიკური პარტიის წევრობა შეუწყდება, თუ ჩაირიცხება თავდაცვის ძალების, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში და განმწესდება მოსამართლედ.
აღნიშნულ აკრძალვას „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტი საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება.
ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.