მოსამართლე დავით კურტანიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესში დისტანციურად მონაწილეობაზე უარი განაცხადა
საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლის, დავით კურტანიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შესაბამისი თხოვნის გაგზავნის მიუხედავად, სასამართლო პროცესში დისტანციურად მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლის ის განცხადება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს სხდომის დისტანციურ რეჟიმში ჩატარება შესთავაზა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, მოსამართლემ პენიტენციური სამსახური უნდა დაავალდებულოს, რათა ბრალდებულის სხდომაზე ეტაპირება უზრუნველყონ.
მოსამართლის თქმით, სასამართლო ნებისმიერ დროს მზად არის, უზრუნველყოს მისი დისტანციური ჩართვა.
„მოყვანა არ არის თვითმიზანი“, – აღნიშნა მოსამართლე დავით კურტანიძემ.