მოსალოდნელი ტერაქტების გამო, გერმანიის რამდენიმე აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს
მოსალოდნელი ტერაქტების გამო, გერმანიის რამდენიმე აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
აეროპორტებზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გერმანიის უსაფრთხოების სამსახურმა მაროკოს სპეცსამსახურებისგან მიიღო.
უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გამკაცრდება შტუტგარდის, ფრიდრიხსჰაფენის, კარლსრუესა მანგეიმის აეროპორტებში.
ეჭვმიტანილები გერმანული ავტომობილის ნომრებით პარიზის აეროპორტში შეამჩნიეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი, შტუტდგარდის აეროპორტში ისინი ტერმინალებს ფოტოებს უღებდნენ. პოლიციამ მათი დაკავება ვერ მოახერხა.