მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო თბილისის მერია მოსახლეობას აფრთხილებს
თბილისის მერია მოსალოდნელ ძლიერ ქართან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, ძლიერი ქარის შემთხვევაში, მოერიდოს ხეების, მსუბუქი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას.
„გარდა ამისა, მოვუწოდებთ სამშენებლო კომპანიებს, მეტი გულისყურით მოეკიდონ უსაფრთხოების მოთხოვნებს და განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ, როგორც დასაქმებული პერსონალის შრომითი უსაფრთხოების, ისე სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით,“ – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზის მიხედვით, 9-10 მარტს შესაძლოა, ქარის სიჩქარე 10-15 მეტრ წამიდან 25-30 მეტრ წამამდე გაიზარდოს.