მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც დადგენილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ვალდებული იქნება, კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა 2025 წლის პირველ იანვრამდე ჩააბაროს
მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც დადგენილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ვალდებული იქნება, კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა 2025 წლის პირველ იანვრამდე ჩააბაროს

მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ვალდებული იქნება, კომპეტენციის დადასტურების მიზნით, შესაბამისი გამოცდა 2025 წლის პირველ იანვრამდე ჩააბაროს.

შესაბამისი ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ გამოცდის ჩაბარების ვალდებულება 2022 წლის პირველ იანვრამდე იყო განსაზღვრული.

„დღევანდელი მდგომარეობით, განათლების სისტემაში დასაქმებულია 938 პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელთაც არ აქვთ ჩაბარებული კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა და 2022 წლის პირველ იანვრამდე ვერ შეძლებენ კვალიფიკაციის დადასტურებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდების პროცესი რომ არ შეფერხდეს, ასევე, აღნიშნული პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლები რომ აღმოჩნდნენ თანაბარ პირობებში სხვა პრაქტიკოს მასწავლებლებთან, რომლებსაც 2015 წლიდან ყოველწლიურად ჰქონდათ შესაძლებლობა, დაედასტურებინათ თავიანთი კვალიფიკაცია და აემაღლებინათ სტატუსი, ხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება“, – განმარტავს მთავრობა.