მოქალაქეებთან სიტყვიერი დაპირისპირების გამო, ერაყმა ირანიდან ელჩი გამოიძახა [ვიდეო]
14:36, 20.09.2018
თეირანში ერაყის მოქალაქეებთან სიტყვიერი დაპირისპირების გამო, ერაყმა ირანიდან ელჩი გამოიძახა. ინციდენტი თეირანის ერთ-ერთ შიიტურ მეჩეთში მოხდა, სადაც ელჩი ეთნიკურ ერაყელებს ხვდებოდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერაყის სამხრეთ პროვინციებში არსებულ დაძაბულობაზე დასმული კითხვის შემდეგ, ერაყის ელჩმა სპიკერს მიკროფონი გამოართვა და შეკითხვის ავტორს ყვირილი დაუწყო.
სოციალურ ქსელებში ვიდეომ კრიტიკა გამოიწვია. ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ რაჯეჰალ-მოუსავი „უპასუხისმგებლოდ“ მოიქცა, რაც ელჩის ერაყში გამოძახების მიზეზი გახდა.