მოქალაქეებთან სიტყვიერი დაპირისპირების გამო, ერაყმა ირანიდან ელჩი გამოიძახა [ვიდეო]
მოქალაქეებთან სიტყვიერი დაპირისპირების გამო, ერაყმა ირანიდან ელჩი გამოიძახა [ვიდეო]

თეირანში ერაყის მოქალაქეებთან სიტყვიერი დაპირისპირების გამო, ერაყმა ირანიდან ელჩი გამოიძახა. ინციდენტი თეირანის ერთ-ერთ შიიტურ მეჩეთში მოხდა, სადაც ელჩი ეთნიკურ ერაყელებს ხვდებოდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერაყის სამხრეთ პროვინციებში არსებულ დაძაბულობაზე დასმული კითხვის შემდეგ, ერაყის ელჩმა სპიკერს მიკროფონი გამოართვა და შეკითხვის ავტორს ყვირილი დაუწყო.

სოციალურ ქსელებში ვიდეომ კრიტიკა გამოიწვია. ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ რაჯეჰ ალ-მოუსავი „უპასუხისმგებლოდ“ მოიქცა, რაც ელჩის ერაყში გამოძახების მიზეზი გახდა.