საქართველოს საგარეო უწყებამ ლვოვში დამატებითი საკონსულო პუნქტი აამოქმედა
საქართველოს საგარეო უწყებამ ლვოვში დამატებითი საკონსულო პუნქტი აამოქმედა

უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მოქალაქეების გადაადგილებისა და კონცენტრაციის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მოქალაქეთა დახმარების მიზნით ქალაქ ლვოვში აამოქმედოს დამატებითი საკონსულო პუნქტი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

„პასპორტის არქონის შემთხვევაში, საკონსულო სამსახური გასცემს „დასაბრუნებელ მოწმობას“, რითაც მოქალაქე შეძლებს სამშობლოში დაბრუნებას.

ე.წ. დასაბრუნებელი საბუთის აღების მსურველებს ან ნებისმიერი სხვა სახის კითხვების არსებობს შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ლვოვის საკონსულო პუნქტს ცხელი ხაზის ნომრებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში: +380 (63) 376 77 68; +380 (63) 376 73 64“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.