მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციის ყოფილ ოფიცერს 22,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მინესოტის სასამართლოს მოსამართლემ, მინეაპოლისში დაკავებისას მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო, პოლიციის ყოფილ ოფიცერ დერეკ შოვინს მკვლელობის ბრალდებით 22,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მინესოტაში, მსჯავრდებულების მხრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამაგალითო ქცევის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მისჯილი პერიოდის ორი მესამედის გასვლის შემდეგ, პიროვნებამ მესამედი დრო უკვე ციხის გარეთ, ზედამხედველობის ქვეშ მოიხადოს.
2020 წლის 25 მაისს, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებამ აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე მასობრივი პროტესტი და არეულობები გამოწვია.