მონტენეგროში კორონავიურსის შემთხვევების მატების გამო კარანტინი გამკაცრდა
მონტენეგროში კორონავიურსის შემთხვევების მატების გამო კარანტინი გამკაცრდა

მონტენეგროში კორონავიურსის შემთხვევების მატების გამო კარანტინი გამკაცრდა. ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მონტენეგროში ხელახლა აკრძალეს რელიგიური და პოლიტიკური შეკრებები. შეიზღუდება სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის დასწრებაც. აკრძალული იქნება დაკრძალვის მრავალრიცხოვანი ცერემონიების გამართვა.

როგორც საკოორდინაციო ცენტრში განმარტავენ, კარანტინის გამკაცრება ქვეყანაში კორონავიურსის იმპორტირებული შემთხვევების მატების გამო გადაწყდა.

განსაკუთრებით მკაცრი წესები იმოქმედებს იმ რაიონებში, სადაც ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.

შეგახსენებთ, რომ 24 მაისს მონტენეგროს მთავრობამ განაცხადა, რომ კორონავირუსი დაამარცხა. 2 ივნისს კი, ეპიდემია დასრულებულად გამოაცხადა. თუმცა, მოგვიანებით ქვეყენაში ვირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა.