მონტენეგროში კორონავირუსის პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა
მონტენეგროში კორონავირუსის პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა

მონტენეგროში კორონავირუსის პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა. მონტენეგრო ბალკანეთის რეგიონსა და მთელ ევროპაში ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც კორონავირუსი ამ დრომდე გამოვლენილი არ ყოფილა.

მთავრობის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებისგან მოქალაქეების დასაცავად ქვეყანაში შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება, ასევე აიკრძალა ღია და დახურული სპორტული და სარეკრეაციო ობიექტების,ა სევე საცურაო აუზების ფუნქციონირება, დაიხურა სილამაზის სალონები.

მთავრობა მოქალაქეებს ქორწილების გადადებასა და დაკრძალვის ცერემონიალების ვიწრო ოჯახურ წრეში ჩატარებას ურჩევს.