მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, აშშ-ის საელჩოს შენობას დაუდგენელმა პირმა ასაფეთქებელი
მოწყობილობა – სავარაუდოდ ხელყუმბარა ესროლა, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი მონტენეგროს მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პოლიციამ გადაკეტა ის ქუჩა, სადაც აშშ-ის საელჩო მდებარეობს.
აშშ-ის დიპლომატიური მისია თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ვითარების გარკვევამდე საელჩოში მოსვლისგან თავი შეიკავონ.