მონტენეგროს ქალაქ ცეტინიეში შეირაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, დაღუპულია სულ მცირე 11 ადამიანი
მონტენეგროს ქალაქ ცეტინიეში შეირაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, დაღუპულია სულ მცირე 11 ადამიანი

მონტენეგროს ქალაქ ცეტინიეში შეირაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, დაღუპულია სულ მცირე 11 ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ექვსმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. დაშავებულთა შორის არიან ბავშვები.

ქალაქ ცეტინიეში ახალგაზრდული ბანაკია მოწყობილი. ცნობილია, რომ ერთ-ერთი პოლიციელი თავის არეში დაიჭრა. სულ მცირე ორი ადამიანი, მოხუცი ქალი და მამაკაცი, მონტენეგროს კლინიკურ ცენტრში გადაიყვანეს.

დაღუპულია თავად თავდამსხმელიც, რომელიც დაუზუსტებელი ინფორმაციით, პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს მოკლეს, კიდევ ერთი ვერსიით კი, მან თავი მოიკლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი 34 წლის ადგილობრივი მცხოვრები ვუჩკო ბორილოვიჩია.