მონტელა თურქეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელია #1TVSPORT
მონტელა თურქეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელია #1TVSPORT

იტალიელი სპეციალისტი ვინჩენცო მონტელა თურქეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა, – ამის შესახებ იტყობინება თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია.

მონტელას ბოლო სამუშაო ადგილი იყო თურქული „ადანა დემირსფორი“, საიდანაც 2023 წლის ივნისში დაითხოვეს.

უფრო ადრე თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს შტეფან კუნცი. გერმანელი სპეციალისტი ამ თანამდებობაზე 2021 წლის სექტემბრიდან მუშაობდა. ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში თურქეთს ხუთი ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. ბოლო ამხანაგურ მატჩში მან იაპონიასთან 2:4 წააგო.