თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა ევრო 2024-ის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა ევრო 2024-ის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევრო 2024-ის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ვინჩენცო მონტელას სიაში 35 მოთამაშეა.

თურქეთის ეროვნული გუნდის იტალიელი მთავარი მწვრთნელი 7 ივნისს ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობიდან ცხრა ფეხბურთელს გაუშვებს და უეფას 26-კაციან განაცხადს წარუდგენს.

თურქეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები: ალტაი ბაინდირი (მანჩესტერ იუნაიტედი), დოგან ალემდარი (ტროა), მერტ გიუნოკი (ბეშიქთაში), უგურჯან ჩაკირი (ტრაბზონსპორი).

მცველები: მერტ მულდური, კაგლარ სოიუნჩუ, ფერდი კადიოღლუ (ყველა – ფენერბახჩე), ზეკი ჩელიკი (რომა), აბდულკერიმ ბარდაქჩი (გალათასარაი), აჰმეტკან კაპლანი (აიაქსი), მერიჰ დემირალი (ალ-აჰლი), ოზან კაბაკი (ჰოფენჰაიმი), სამეტ აკაიდინი (პანათინაიკოსი), ჩენკ ოზკაჩარი (ვალენსია)

ნახევარმცველები: ბერატ ოზდემირი (ტრაბზონსპორი), ჯან უზუნი (ნიურნბერგი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), ისმაილ იუკსეკი (ფენერბაჰჩე), კაან აიჰანი (გალათასარაი), ოკაი იოკუსლუ (ვესტ ბრომვიჩი), ორკუნ კეკჩუ (ბენფიკა), სალიჰ ოზჩანი (დორტმუნდი)

თავდამსხმელები: აბდულკადირ ომური (ჰალ სიტი), ირფან ჯან კაჰვეჩი (ფენერბაჰჩე), იუნუს აკგუნი (ლესტერ სიტი), კენან ილდიზი (იუვენტუსი), კერემ აქტურკოღლუ, ბარიშ ალპერ ილმაზი (გალათასარაი), ოგუზ აიდინი (კორენდონ ალანიასპორი), არდა გულერი (რეალი), ბერტუგ ილდირიმი (რენი), ჩენკ ტოსუნი, სემიჰ კილიჩოი (ბეშიქთაში), ენეს უნალი (ბორნმუთი), იუსუფ იაზიჩი (ლილი).

ფეხბურთელების ნაწილმა საკლუბო სეზონი დაასრულა. მოთამაშეთა გარკვეული რაოდენობა საწვრთნელ პროცესს უკვე შეუერთდა, მეორე ნაწილი კი მზადებას 29 მაისს დაიწყებს. არდა გიულერი და სალიჰ ოზქანი შეკრებაზე იტალიაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გამოცხადდებიან.

თურქეთის ნაკრები რივაში ვარჯიშს 3 ივნისამდე გააგრძელებს, მერე კი ბოლონიაში გაფრინდება და 4 ივნისს იტალიასთან მატჩს ჩაატარებს. ამის შემდეგ პოზნანში გაემგზავრებიან და 10 ივნისს ვარშავაში პოლონეთისა და თურქეთის ამხანაგური მატჩი ჩატარდება.

თურქეთის ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგი ასეთია:

სამშაბათი, 18 ივნისი

თურქეთი – საქართველო (დორტმუნდი)

შაბათი, 22 ივნისი

თურქეთი – პორტუგალია (დორტმუნდი)

ოთხშაბათი, 26 ივნისი

ჩეხეთი – თურქეთი (ჰამბურგი)